23.02.2019

 "ლეპტოპ ცენტრის" რჩევები ნოუთბუქის მფლობელებს:


 

1. ნოუთბუქების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი შემთხვევათა 80% გასაგრილებელი სისტემის არაეფექტურ მუშაობაშია, რაც თავისთავად განპირობებულია მისი დაბინძურებითა და თერმული საცხის უვარგისობით. ამისათვის ნოუთბუქის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ ჩვენ გირჩევთ  8 - 12 თვეში ერთხელ ნოუთბუქის გაწმენდას და თერმული საცხის შეცვლას, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ.

2. თუ შეატყობთ რომ თქვენი ნოუთბუქი ზედმეტად ცხელდება, დროულად მიმართედ სერვის ცენტრს, რადგანაც ეს შეიძლება ჩიპსეტის დაზიანების მიზეზი გახდეს.

3. ნოუთბუქზე სითხის მოხვედრის შემთხვევაში, პირველ რიგში გამორთეთ ნოუთბუკი, გაშალეთ და ამოატრიალეთ ის, იმისათვის, რომ სითხემ ღრმად არ შეაღწიოს, მოხსენით ელემენტი და იმავე ან მეორე დღეს მიაკითხეთ კვალიფიცირებულ სერვის ცენტრს. არ გადადოთ, რადგან ხშირად ნოუთბუქის წარმატებული რემონტი მასზე  და მის დედაპლატაზე სითხის ზემოქმედებით ხანგძლივობაზეა დამოკიდებული.

4. სერვის ცენტრის შერჩევისას ყურადრება მიაქციეთ მასში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციას და გამოცდილებას, ნუ ენდობით ყველას.

წარმატებებს გისურვებთ

 
Yoga and massage